ალექსი პეტრიაშვილი: რეფორმა აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით იაროს!

ალექსი პეტრიაშვილი: რეფორმა აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით იაროს!

  ალექსი პეტრიაშვილმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმირების აუცილებლობაზე და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

  ალექსი პეტრიაშვილმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა, განახორციელოს საჯარო სექტორის გაუმჯობესების კუთხით მიმართული რთული და შრომატევადი რეფორმები და განსაკუთრებით აღნიშნა ამ პროცესში OEჩD/SIGMA-ს და სხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი როლი.

  "ეს არის რეფორმირება მთელი იმ უმნიშვნელოვანესი სფეროსი, რაც არის საჯარო მოხელეების სექტორი, რომელიც აუცილებლია იმისათვის, რათა ქვეყანამ გამართულად იაროს ევროკავშირის, ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით, რათა მომავალში აღარ იყოს კითხვები საჯარო მოხელეების დანიშვნასთან, საქმიანობას, მომავალსა და მათი სამსახურებრივი ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

 

  კონფერენციის ძირითადი მიზანია ევროკავშირის წევრ, ასოცირებულ და ასოცირების კანდიდატ ქვეყნებში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში საჯარო სამსახურის რეფორმის ყველაზე დიდი გამოწვევების განხილვა, მონაწილეთა შორის გამოცდილებათა გაზიარებისა და შედარების საფუძველზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: