ალექსი პეტრიაშვილი: თავდაცვის სამინისტროზე თავდასხმის მცდელობაა!

ალექსი პეტრიაშვილი: თავდაცვის სამინისტროზე თავდასხმის მცდელობაა!

  პროკურატურამ მიზანმიმართული შეტევა მიიტანა თავდაცვის სამინისტროზე. განცხადება ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა.


  "ჩვენ უნდა გავერკვეთ პოლიტსაბჭოზე. პროკურატურის დღევანდელი განცხადების შემდეგ ეს არის ცხადზე ცხადი, რომ არის თავდასხმის პირდაპირი მცდელობა  საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უწყებაზე, რომელიც არის პირდაპირი რგოლი საქართველოსა და დემოკრატიულ ევროატლანტიკურ თანამეგობრობას შორის. საქართველოს თავდაცვის უწყების წარმატებებზე, რეფორმებსა და მის გამჭვირვალობაზე საუბრობენ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების უმაღლესი დონის პირები და ამ დროს ჩვენ ვხედავთ, არის კასკადი აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო ბრალდებების. ამ ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს. ამისთვის არსებობს პოლიტიკური საბჭო. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ პოლიტიკური პარტნიორებისგან შეფასებები და ხედვები", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: