ჯეიმს აპატურაი: მოხარული ვარ, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას არ გადაუხვევს!

ჯეიმს აპატურაი: მოხარული ვარ, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას არ გადაუხვევს!

  ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოში მინისტრების  ცვლილებას "facebook"-ის საკუთარ  გვერდზე ეხმიანება

 

"საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდები. მინდა მადლობა გადავუხადო სამ მინისტრს, ვისთან ერთადაც ბოლო წლების განმავლობაში ვმუშაობდი. მინდა მადლობა გადავუხადო ბეჯითად მუშაობისთვის და იმ ერთგულებისთვის, რომელიც მათ თავიანთი ქვეყნის გაუმჯობესების და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთის გასწიეს. მე მათ მადლობას ვუხდი პერსონალურად მეგობრობისთვისაც, რომელსაც ვიმედოვნებ, რომ გავაგრძელებ. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოხარული ვარ პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული ნათელი განცხადების გამო,  რომელიც ამბობს, რომ საქართველო არ გადაუხვევს ევროატლანტიკურ გზას. რადგან ეს ქართველი ხალხის სურვილია. ნატო და პირადად მე ვადასტურებთ, რომ დავეხმარებით საქართველოს ნატოსთან დაახლოვების გზაზე აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად", - წერს აპატურაი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: