Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
5-11-2014, 17:49
ნანახია: 425

მოჰამად ზაჰური: „უკრაინას არაფერი გაუკეთებია კორუფციასთან საბრძოლველად, კიევმა მაგალითი საქართველოსგან უნდა აიღოს“

სტატიაში გადმოცემულია უკრაინის ეკონომიკის მდგომარეობა, იქ გამეფებული კორუფცია და ის იმედგაცრუება, რაც პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტად არჩევას მოჰყვა, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. საინტერესოა, რომ პუბლიკაციის ავტორია პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელი ბიზნესმენი-მილიონერი მოჰამად ზაჰური, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა უკრაინის სინამდვილე (იგი დონეცკის მეტალურგიული ქარხნის მფლობელია და იმავდროულად «ISTIL-ჯგუფის“ ხელმძღვანელი).
გთავაზობთ ამონარიდს:
„პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თანამდებობა ხუთი თვის წინ დაიკავა ცვლილებების პერსპექტივით, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ახლა ვერხოვნა რადას არჩევნების შემდეგ, როცა პარლამენტში „ევრომაიდნის“ ახალგაზრდა პოლიტიკოსები მოვიდნენ, ახალი იმედები გაჩნდა. ისინი პარტიათაშორისო რეფორმისტული ჯგუფის ჩამოყალიბებას ცდილობენ. ბევრს იმედი აქვს, რომ 20-30 წლის ახალგაზრდები კორუფციას დაამარცხებენ... მე მათ წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ გამოცდილება გვაჩვენებს: მართალია, ახალგაზრდობა და ინტელექტუალურობა დადებით ფაქტორებად ითვლება, მაგრამ თუ მართვის სისტემა არ შეიცვალა, პრობლემები ვერ მოგვარდება. სახელმწიფო სამსახურის ღრმა ადმინისტრაციული რეფორმის გარეშე მთავრობის წარმატებები შეზღუდული იქნება.
უკრაინის მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს უცხოური გამოცდილება. მისმა მეზობელმა საქართველომ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუფციული ქვეყანა იყო, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, შვიდ წელიწადში, ბიზნესის დაწყების გაიოლების რეიტინგში მე-9 ადგილი დაიკავა და ახლა ნომერ პირველ რეფორმატორად ითვლება... საქართველოს მეზობლების რეიტინგი კი სადღაც ასის ფარგლებსიქითაა.
ასეთი წარმატების მისაღწევად საქართველომ შეისწავლა და გაიზიარა უცხოური ქვეყნების პრაქტიკა - იტალიური კანონმდებლობა მაფიასთან ბრძოლის შესახებ და გერმანული პოლიციის მომზადების მეთოდები.
პეტრო პოროშენკოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან თავის გუნდში ქართველი მრჩევლებიც მიიყვანა, მაგრამ მათი რჩევების იგნორირება ხდება. თუ თქვენ რჩევას ეკითხებით, მაგრამ მას არ ასრულებთ, მაშინ ამგვარ მოქმედებას აზრი არ აქვს, უფრო უარესი - თქვენ ზარალდებით, რადგან ფულს ხარჯავთ კონსულტაციისათვის“.

„ფაინენშელ თაიმსი“ (დიდი ბრიტანეთი“, 4 ნოემბერი, 2014 წელი
http://blogs.ft.com/beyond-brics/2014/11/04/guest-post-ukraine-has-done-nothing-to-tackle-corruption-it-must-learn-from-georgia/