Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
5-11-2014, 17:53
ნანახია: 410

„როცა მინისტრები „მიდიან“, აშკარაა, რომ ეს ვიღაცას სჭირდება. საკითხავი ისაა, კონკრეტულად ვის და რა მიზნებისთვის“

ელმირა ტარივერდიევა, სააგენტო „ტრენდ“-ის მიმომხილველი, ბაქო
(შემოკლებით)
საქართველოში პოლიტიკური პროცესები ისე აქტიურად მიმდინარეობს, რომ არ შეიძლება დამკვირვებლების ყურადღება არ გამოიწვიოს. გუშინ პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან მოხსნა კოალიცია „ქართული ოცნების“ ყველაზე პოპულარული მინისტრი - თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ირაკლი ალასანია, დღეს დღეს წრე შეიკრა - ალასანიას მისივე თანაგუნდელებიც მიჰყვნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჯერ ჩუმადაა და განცხადებას არ აკეთებს, თუმცა გამორიცხული არაა ისიც თანაგუნდელების გზას გაუყვეს.
ამ ამბების ფონზე დღეს მთავარი საკითხია ერთი: დატოვებს თუ არა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“? პრინციპში, სიტუაცია ისეთია, რომ ეს სრულიად შესაძლებელია. თუ პარტია ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ მმართველი კოალიცია პარლამენტში უმრავლესობას კარგავს - „თავისუფალი დემოკრატები“ ხომ საკანონმდებლო ორგანოში ათ მანდატს ფლობენ... ეს კი იმას ნიშნავს, რომ მმართველ კოალიციას პარლამენტში რიგი კანონების მიღებისას პრობლემები გაუჩნდება. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამ გარემოებამაც კი ვერ შეუშალა ხელი ირაკლი ღარიბაშვილს თავის სეხნიას დამშვიდობებოდა.
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები თბილისში, ჯერ-ჯერობით ერთი რამ ცნობილია: თავდაცვის მინისტრის მთავრობიდან წასვლა ქვეყნის პოლიტიკურ ვექტორს სრულიად შეცვლის. ხელისუფლების კულუარებში მიმდინარე მორიგი დაპირისპირების შედეგად მთავრობის იმ მაღალჩინოსნის გადადგომამ, რომელიც ნატოს ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობას ავითარებდა, შეუძლებელია დასავლეთის რეაქცია არ გამოიწვიოს.  როცა თანამდებობიდან იხსნება ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას ლობირებდა, უეჭველია, ალბათ, ეს ვიღაცას სჭირდება. საკითხავი ისაა, კონკრეტულად ვის და რა მიზნებისთვის...

„თრენდ“( აზერბაიჯანი), 5 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.trend.az/scaucasus/georgia/2329712.html