ირაკლი ალასანია: ველოდები როგორ გაგრძელდება ეს პროცესი!

ირაკლი ალასანია: ველოდები როგორ გაგრძელდება ეს პროცესი!

 "ძალიან მმნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა საფრანგეთში, ველოდები როგორ გაგრძელდება პროცესი. თუ დავინახე რომ ყველაფერი იმ გეგმით  მიდის, რომელიც ჩვენ დავისახეთ ეს ჩვენი ქვეყნისთვის, თავდაცვისუნარიანობისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება." აღნიშნული განცხადება ყოფილმა თავდაცვისმინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა.


"ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები შედგა საფრანგეთში, მე ველოდები, თუ როგორ გაგრძლედება ეს პროცესი.მე თუ დავინახე რომ ყველაფერი მიდის იმ გეგმით, რა გეგმითაც ჩვენ დავსახეთ.

რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში თავდაცვისუნარიანობისთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი. თუ დავინახე, რომ ეს არ ხდება, თუ დავინახე, რომ გადაუხვიეს ამ გზიდან, მე რა თქმა უნდა ამაზე ღიად ვილაპარაკებ",-განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ  თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტს და იქ გაფორმებულ ხელშეკრულებებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მისი გადაყენების საფუძვლად მიიჩნევს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების რეაქცია ხელშეკრულებაზე - ალასანიას გადაყენება - შესაძლოა რუსეთის მუქარამ გამოიწვია, რომელიც თავდაცვითი სისტემის განლაგების შესახებ ინფორმაციას მოჰყვა. მისივე ინფორმაციით, ალასანიას, შეთანხმებაზე უარის თქმის მოთხოვნით თავდაცვის ახალმა მინისტრმა დაურეკა. ვინ იყო დავალების მიმცემი ამის შესახებ ცისკარიშვილი ამბობს, რომ ინფრომაციას არ ფლობს, თუმცა ამ დავალების შემსრულებლად ასახელებს პრემიერმინისტრსაც.

ალასანიამ ნატოს საქართველოში საჰაერო თავდაცვითი სისტემების განლაგების შეთავაზებით,  ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, სიტყვით გამოსვლისას მიმართა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: