სოზარ სუბარი შვედეთის ელჩს შეხვდა

სოზარ სუბარი შვედეთის ელჩს შეხვდა

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან  ელჩს საქართველოში მარტინა ქვიქს შეხვდა.

   გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისათვის, რასაც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) სამინისტროს ბენეფიციარებისათვის ახორციელებს. 

   სოზარ სუბარმა ელჩს  2-წლიანი  მუშაობის ანგარიში  გააცნო  და სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დევნილთა განსახლების პარალელურად, მნიშვნელოვანია მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფისათვის   დასაქმების პროგრამების განხორციელება.

   შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: