გაერო სააკაშვილსა და "ნაცმოძრაობას" ბრალს სდებს

გაერო სააკაშვილსა და "ნაცმოძრაობას"  ბრალს სდებს

"გაერო სააკაშვილსა და "ნაცმოძრაობას" კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ბრალს სდებს"
ამ კომიტეტის დასკვნაში გარკვევით წერია, რომ გაერო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები – ძალადობის, არასათანადო მოპყრობის, წამების, საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მთელი რიგი სერიოზული ფაქტები. კომიტეტი მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს "მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ დარბევას 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 15 ივნისსა და 2011 წლის 3 იანვარს და ჟურნალისტებზე თავდასხმებს".
დასკვნას ხელს აწერს კომიტეტის ყველა 18 წევრი. მოკლედ, არც მეტი და არც ნაკლები, გაერო მიხეილ სააკაშვილსა და "ნაცმოძრაობას" კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ბრალს სდებს და თუ ეს დანაშაული სააკაშვილს დაუმტკიცდა, მასაც და მისი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს საერთაშორისო ტრიბუნალი არ ასცდებათ", – წერს გაზეთი"ალია" სტატიაში სათაურით- რა ხდება "ნაცმოძრაობაში" გაეროს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ?…


სრულად: http://iberiana2.wordpress.com/georgia/saakashvili/

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: