მომდევნო წლიდან ბაგა-ბაღები დამატებით 4 ათას აღსაზრდელს მიიღებს

მომდევნო წლიდან  ბაგა-ბაღები დამატებით 4 ათას აღსაზრდელს მიიღებს

  თბილისის მთავრობის დღევანდელს სხდომაზე ბაგა-ბაღების მოწესრიგება თბილისის მერმა 2015 წლის ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა, რისთვისაც, დავით ნარმანიას თქმით, 2015 წლის ბიუჯეტიდან ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა. 

  მისივე თქმით, სულ მოკლე ხანში - 2 თვეში მოხერხდა საბავშვო ბაღებში 3 000-მდე ადგილის გამონახვა. მომდევნო წელს კი მინიმუმ 4 000 ადგილის დამატებაა გათვალისწინებული.

"დახურული, ან "ნაციონალური მოძრაობისთვის" გადაცემული საბავშვო ბაღები დღევანდელი თბილისის მწარე რეალობაა. დედაქალაქის წინა მთავრობამ ჩვენი შვილების მომავალზე უარი თქვა და იქ, ვიწროპარტიული ინტერესის გათვალისწინებით, საკუთარი პოლიტიკური პარტია შეიყვანა. ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს შენობები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადავეცით. სულ მალე აქ საბავშვო ბაღები აღდგება," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, ახალი ბაგა-ბაღები ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2015 წლის ბოლომდე შევა. პარალელურად, არსებულ ბაგა-ბაღებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: