საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ხვალინდელ აქციას მონიტორინგს გაუწევს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ხვალინდელ აქციას მონიტორინგს გაუწევს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 15 ნოემბერს თბილისში " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციას მონიტორინგს გაუწევს.

  სახალხო დამცველის წარმომადგენლებისგან  შემდგარი 5 მობილური ჯგუფი ღონისძიების მიმდინარეობას დააკვირდება. სავარაუდო ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რასაც სათანადო შესწავლის შედეგად შესაბამისი რეაგირება მოყვება. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატში იუწყებიან.

"შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება გარანტირებულია ეროვნული კანონმდებლობით – საქართველოს კონსტიტუციით, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონით და მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-11 მუხლითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 21-ე მუხლით.

სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, არა მხოლოდ არ ჩაერიოს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების რეალიზაციაში, არამედ, ხელი შეუწყოს მის სრულფასოვან განხორციელებას. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები ნებისმიერი პიროვნებისგან ან ჯგუფისგან, რომელიც შეეცდება აქციისთვის ხელის შეშლას",-განმარტებულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: