„მადა ჭამაში მოდის“ ანუ გაძვალტყავებული პედაგოგები და გაქსუებული ჩინოვნიკები!

„მადა ჭამაში მოდის“ ანუ გაძვალტყავებული პედაგოგები და გაქსუებული ჩინოვნიკები!

იმ ფონზე, როდესაც საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 305 ლარია და სექტემბრიდან მხოლოდ 50 ლარიან მატებაა დაგეგმილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურება ასე გამოიყურება.
ამჯერად მე მის ანალიზს და კომენტარს არ გავაკეთებ. ჩემს მიერ თავმოყრილი  ინფორამაცია ამას არ საჭიროებს. აქ, როგორც იტყვიან,  ზედმეტია კომენტარები. ერთს  ვიტყვი მხოლოდ: როდესაც ათიოდე დღის წინა ამ თემაზე პრესკონფერენცია გავმართე და მხოლოდ რამდენიმე მაღალჩინოსნის, მათ შორის თამარ სანიკიძის ანაზღაურებაც გავასაჯაროვე, მაშინ განათლების მინისტრმა ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ყოველ თეთრს კანონიერად ვიღებ და დარღვევას ადგილი არ აქვსო. ამ მხრივ არც არავინ დავობს. კანონით კიდევ უფრო მეტის აღებაც კი შეიძლება, თუკი კიდევ უფრო გაიზრდიან  ხელფასებს. კანონის პრობლემა  კი არა, მორალის დარღვევაზეა საუბარი. ქვეყანაში, სადაც სამინისტროს რიგით მძღოლსაც კი პედაგოგზე მეტი ხელფასი აქვს, წინსვლის იმედი არსებობს... მოკლედ, გთავაზობთ ინფორმაციას:


(ხელფასები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში – ლარში)
მინისტრი: თამარ სანიკიძე 3540 + დანამატი 2710 + პრემია 6250 = სულ: 12500; მინისტრის პირველი მოადგილე:  ქეთევან ნატრიაშვილი 2950; მინისტრის მოადგილეები:  ლია გიგაური 2720,  გიორგი შარვაშიძე 2720, თამაზ მარსაგიშვილი 2856; დეპარტამენტების უფროსები:  ალექსანდრე ონოფრიშვილი 2100+დანამატი 500= სულ:2600, დავით ლომინაშვილი 2100, თამარ ქიტიაშვილი 2115,24, კარლო კერვალიშვილი 2100,  ლაშა საღინაძე 2100, ნათია ჯოხაძე 2100, ნატო ასათიანი 2100, ნინო კვიტაიშვილი 2100, ნინო ტუსკია 2100; დეპარტამენტების უფროსის მოადგილეები:  გიორგი ქოჩიშვილი 1780, გურანდა რომანაძე 1780, ეკა კენჭაძე 1780, ეკატერინე ლეჟავა 1780, ეკატერინე მაჩიტიძე 1780, ირაკლი ჯიქია 1780, ქეთევან გრიგოლია 1780; სამმართველოების უფროსები: ბელა ხაბეიშვილი 1660, გიორგი გურგენიძე 1660, გიორგი შეშაბერიძე 1660, დავით, ლიპარტელიანი 1660, დავით სიხარულიძე 1736.52, ეკა ეზუგბაია 1660,  ეკატერინე დგებუაძე 1660, ეკატერინე ხამაშურიძე 1660, ვალერიან გობრონიძე  1660, თამარ მენაფირე 1682,86, თამარ სამხარაძე 1660, თეონა გაბიჩვაძე 1660, თინათინ სალაყაია 1660, ივანე მარგიშვილი 1660, ირაკლი კოპალიანი 1660, ირმა გელანტია-ახვლედიანი 1660, ლანა ხუნაშვილი 1660, მარიამ ტაბატაძე 1660, მარიამ ჩიქობავა 1660, მარიკა ოძელი 1660,  მზია წერეთელი 1660, ნათელა პაპავა 1660, ნათია გაბიტაშვილი 1660, ნანა კილასონია 1660, ნანა ხმალაძე 1660, ნატალია დგებუაძე 1660, ნატო ფანჩულიძე 1755.65, ნიკოლოზ მესხიშვილი 1660, ნინო ნანიკაშვილი 1299.13,  ნუგზარ ჩიტაია 1660.


ყველა ზემო მოცემულ თანამშრომელზე დამატებით კვარტალური პრემიაა გაცემული 830-დან 1475 ლარამდე. რაც ჯამში კვარტალურად შეადგენს 42695 ლარამდე.


მინისტრის აპარატში ასეთი  სურათია:
მინისტრის თანაშემწე 950, მინისტრის მრჩეველი 1080, მინისტრის პირველი მოადგილის ნატრიაშვილის თანაშემწე 950, მინისტრის მოადგილის გიგაურის სამი თანაშემწე 2850 - ჯამში 5830 ლარი, სამინისტროში სხვადასხვა სამმართველოში დასაქმებული 95 მთავარი სპეციალისტის ყოველთვიური ანაზღაურებაა 11180 ლარი, ყველასი ერთად ჯამში შეადგენს 112100 ლარს, უფროსი სპეციალისტებისა და რიგითი სპეციალისტების რაოდენობაა – 36, მათი ანაზღაურებაა 830-950 ლარი, ჯამში კი ეს დაახლოებით 32040 ლარია. შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება კი შეადგენს:  111 255 ლარს.


სამინისტროს თანამშრომელთა მივლინება ქვეყნის შიგნით და გარეთ, 2014 წლის 9 თვის განმავლობაში სახელმწიფოს დაუჯდა 116304,33 ლარი.  მიმდინარე წლის განმავლობაში ინფორმაციას სატრანსპორტო საწვავის და მათი ტექნიკური შენახვის ხრჯების შესახებ ჯერ-ჯერობით არ ვფლობთ.

დავით ფერაძე
ქ. თბილისის 116-ე  პედაგოგი

„ივერიონისგან“:  ჩვენ არავის ჯიბეში ხელს არ ვაფათურებთ, მაგრამ, როცა პედაგოგის საბაზისო ხელფასი მხოლოდ 305 ლარია და როგორც დავით ფერაძე აღნიშნავს, მომავალი სექტემბრიდან მხოლოდ 50 ლარის მატებაა დაგეგმილი, განათლების სამინისტროს ჩინოვნიკთა გაძლიერებული მადა ზნეობის ჩარჩოში არ ეტევა!

საკამათო არ არის, რომ საჯარო მოხელეს ნორმალური ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, მაგრამ, სისტემაში ანაზღაურების პრაქტიკა ასეთ დისონანსს არ უნდა იწვევდეს, მითუმეტეს, პედაგოგის ძალისხმევა და მისი პასუხისმგებლობა არც ერთ საჯარო მოხელეზე ნაკლები არ არის!



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: