ირაკლი სესიაშვილი: ნდობის ჯგუფი ოთხშაბათს შეიკრიბება!

ირაკლი სესიაშვილი: ნდობის ჯგუფი ოთხშაბათს შეიკრიბება!

პარლამენტის ნდობის ჯგუფი ოთხშაბათს  შეიკრიბება. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით განიხილავენ თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ფინანსურ ანგარიშებს, რომელიც აუდიტის სამსახურმა მოამზადა.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით და დეპუტატების თხოვნით, ჩვენ ასევე განვიხილავთ "სილქნეთსა" და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას და შესაბამის საკითხებს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: