გია ხუხაშვილი: კახა კალაძემ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა!

გია ხუხაშვილი: კახა კალაძემ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა!

ენერგეტიკის სამინისტრო სოციალურად ორიენტრიებული სამინისტროა, პირველივე ნაბიჯები, რაც გადადგმული იყო, ამის დასტურია. აღნიშNული განცხადება ექსპერტმა  გია ხუხაშვილმა გააკეთ.

"საერთო ჯამში, დადებითად უნდა შეფასდეს ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობა იმიტომ, რომ ეს არის უწყება, სადაც აქტიურობა შეიმჩნევა და სისტემა სტაბილურად მუშაობს. ვფიქრობ, კახა კალაძემ, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი ენერგეტიკოსი არ იყო, საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა, ძალიან მონდომებულია, ბევრი ისწავლა ამ პერიოდში. ენერგეტიკის სამინისტრო სოციალურად ორიენტრიებული სამინისტროა, პირველივე ნაბიჯები, რაც გადადგმული იყო, ამის დასტურია. მახსოვს, როგორ ფიქრობდა მინისტრი და მისი გუნდი მუდმივად იმაზე, რომ ტარიფი შემცირებულიყო. ეს დღეს აღარავის აღარ ახსოვს, მაგრამ მაშინ როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება მოხდა და ეს მარტივი გასაკეთებელი არ იყო", - განაცხადა ხუხაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: