Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
18-11-2014, 10:41
ნანახია: 511

რაში დაარწმუნა ირაკლი ღარიბაშვილმა დასავლეთი?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირისა და ნატოს ლიდერები დაარწმუნა, რომ მისი ქვეყანა ორივე ორგანიზაციასთან მჭიდრო ინტეგრაციის კურსის ერთგულია მას შემდეგაც კი, როცა საქართველოს მთავრობიდან პროდასავლელი მინისტრების გათავისუფლებამ პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.


მიმდინარე თვეში თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების გამო თავიანთი პოსტებიდან გადადგნენ საგარეო საქმეთა და [ევროინტეგრაციის} მინისტრები, ხოლო მმართველი კოალიცია ექვსი პარტიიდან ერთ-ერთმა - [„თავისუფალმა დემოკრატებმა“] დატოვა, რომელსაც ალასანია ხელმძღვანელობს.


ირაკლი ღარიბაშვილი შეეცადა დაერწმუნებინა ნატოსა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები იმაში, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც 2008 წელს რუსეთთან ომი ჰქონდა, მტკიცედ ადგას პროდასავლურ კურსს. მან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს ფედერიკა მოგერინს განუცხადა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება ევროპასთან ინტეგრაციის თაობაზე „შეუქცევადი“ და „ცივილიზებული არჩევანია“. „ჩემი ამბიციაა გადავაქციო ჩემი ქვეყანა რეგიონში ისტორიული წარმატების მაგალითად, რისთვისაც ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციულ ძალას გამოვიყენებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეს-კონფერენციაზე.


ნატოს შტაბ-ბინაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა: „ბატონმა ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ფართო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დგას. მე მივესალმები ასეთ ვალდებულებას“.


საქართველოს სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისკენ რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს სეპარატისტულმა რეგიონებმა - აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთი მხარდაჭერით მოიპოვეს.


ამას წინათ მოსკოვმა სოხუმს ახალი ხელშეკრულების დადება შესთავაზა, რასაც თბილისი რუსეთის მიერ აფხაზეთი სრული ანექსიის მცდელობად მიიჩნევს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ღრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მცდელობის გამო და განაცხადა, რომ მოსკოვი იმეორებს ყირიმის ანექსიას აფხაზეთთან მიმართებით. ფედერიკა მოგერინმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ საკითხს მოსკოვთან კონტაქტების დროს დააყენებს.


ირაკლი ღარიბაშვილის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ იგი პოლიტიკური ოპონენტებს დევნის და ამ მიზნით სასამართლო სისტემას იყენებს.


ფედერიკა მოგერინმაც და იენს სტოლტენბერგმაც ხაზი გაუსვეს  საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებას: „თავიდან უნდა ავიცილოთ პოლიტიკური შურისძიება, კონფრონტაცია და პოლარიზება ოპოზიციის მიმართ, პარტიათაშორისო თავისუფალი დიალოგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინმა.


საქართველომ და ევროკავშირმა სავაჭრო და თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი ივნისში მოაწერეს. სექტემბერში გამართულ ნატოს სამიტზე ალიანსის ლიდერებმა საქართველოსადმი დახმარების პაკეტზე მოილაპარაკეს და განაცხადეს, რომ თბილისს მხარს დაუჭერდნენ და ნატოში სავარაუდო მიღებისათვის მოამზადებდნენ. თუმცა,  თბილისს იმედები გაუცრუვდა ალიანსში ფორმალურ გაწევრიანებასთან დაკავშირებით.


„ალიანსის დახმარების პაკეტის ერთ-ერთი კომპონენტია საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყნის შეირაღებულ ძალებს  ნატოსთან ურთიერთქმედება დახვეწოს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ), 17 ნოემბერი, 2014 წქელი
http://www.golos-ameriki.ru/content/georgia-pm-reaffirms-nato/2524113.html