ჯაბა სამუშია:-"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ!"

ჯაბა სამუშია:-"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ!"

  გუშინ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერიამ საბავშვო ბაღების პედაგოგებისათვის მიცემული პირობა, ტრანსპორტში შეღავათის მიღების შესახებ, უარყო და "ქართულმა ოცნებამ" ისინი მოატყუა.
  -"არც უფასო მგზავრობა და არც რაიმე სხვა სახის შეღავათი საბავშვო ბაღის პედაგოგებისათვის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის"-განაცხადა შოშიაშვილმა.
  "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ამ განცხადებას დღეს თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.
  -"მინდა გამოვეხმაურო ინფორმაციას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ავრცელებენ, თითქოს ბაღის პედაგოგებს მგზავრობის შეღავათები მოეხსნათ. ეს ინფორმაცია არის ტყუილი. საქმე იმაშია, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ცოტა სხვა ფორმით არის გაკეთებული. ახალი ბიუჯეტი ყველა იმ შეღავათს ითვალისწინებს და აფინანსებს, რაც თბილისის საკრებულოს აქვს დაწესებული. შეღავათი არავის მოუხსნია. მინდა მივმართო ბაღის პედაგოგებს, რომ ამ თვალსაზრისით შეცდომაში არ შეგიყვანონ", - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე სამუშიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: