Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
19-11-2014, 11:45
ნანახია: 520

კახა  ბენდუქიძე-

ოლეს ბუზინა - მწერალი, ჟურნალისტი
უკრაინის პრეზიდენტის ქართველი მრჩევლის კახა ბენდუქიძის უეცარ გარდაცვალებაზე (ღმერთმა აცხონოს!) მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ჩვენს მიმნდობ საზოგადოებას თავის დროზე იგი წარმოუდგინეს როგორც გამოჩენილი ეკონომისტი, რომლის მიერ გამოწერილ რეცეპტებს უკრაინის რეფორმირება შეუძლია - კახა ბენდუქიძე, როგორც მიხეილ სააკაშვილის დროინდელი საქართველოს ეკონომიკური სასწაულის "მამა".
კახა ბენდუქიძე ჩვენს შესახებ მართლაც ბევრს ლაპარაკობდა, მაგალითად, ასე: "უკრაინამ თავისი იდიოტობით რამდენიმე მსოფლიო რეკორდი დაამყარა", ანდა ასე: "უკრაინის ერთ-ერთი პრობლემა იმაშია, რომ მას ზალიან უყვარდა თავისი ქარხნები", და ბოლოს: "უკრაინას რეფორმები ყველაზე მეტად სჭირდება, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელიმე ნაწილს. ომი რადიკალური რეფორმებისათვის მისწრება იქნებოდა". ასეთი რამ რომ რუსეთის მოქალაქეს ეთქვა, მას უკრაინოფობად შერაცხავდნენ, მაგრამ კახა რატომღაც მაინც უკრაინელების მხურვალე მეგობრად ითვლებოდა. უფრო მეტიც - მას უკრაინის მთავრობაში თანამდებობას უწინასწარმეტყველებდნენ.
არადა, საქართველოში არავითარი ეკონომიკური სასწაული არ მომხდარა. იყო მხოლოდ მოკლევადიანი, ხელგაშლილი დაფინანსება ამერიკული პროგრამის ფარგლებში "ფერადი რევოლუციების" მხარდაჭერის მიზნით. ჩინოვნიკებსაც კი ხელფასს ამერიკული ბიუჯეტიდან უხდიდნენ... მაგრამ ჩვენ არ გვინახავს არც ქართული ავტომობილები, არც თანამედროვე ქართული კომპიუტერული ტექნოლოგიები და არც მსოფლიო დონის ქართული ბანკები. სამაგიეროდ, ვხედავდით და ვხედავთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენს. შრომის უნარიანი მოსახლეობის 15% უმუშევარია, ხოლო ქართული ეკონომიკის სიმბოლოდ კვლავ ბუნებრივი მინერალური წყალი "ბორჯომი" რჩება...
ამიტომაც გარდაიცვალა კახა ბენდუქიძე უცხოეთში და არა სამშობლოში, რომლის დატოვება მოუწია ეკონომიკის ექს-მინისტრს... პასუხისმგებლობა რომ აეცილებინა თავიდან  "ფინანსური ცელქობის" გამო: საქართველოს პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა სხვადასხვა დარღვევებში... ბევრს არარ ახსოვს, რომ გარდაქმნის პერიოდში კომპარტიის წევრი კახა ბენდუქიძემ თავისი ბიზნესი კოოპერატორობით დაიწყო და ბიოქიმიური პროდუქციით ვაჭრობდა, ელცინის ხანაში კი ცდილობდა რუსეთის სათათბიროში არჩეულიყო. მოკლედ, ჩვენ არაჩვეულებრივი "ქიმიკოსი" დავკარგეთ... და მითი მორიგ სასწაულზე!

"სეგოდნია" (უკრაინა), 18 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.segodnya.ua/blogs/olesbuzinablog/blog-pamyati-gruzinskogo-chuda--569751.html