Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
19-11-2014, 17:23
ნანახია: 1901

მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო! ანუ, რამდენად ადეკვატურია განათლების სამინისტროს განცხადება

ჩემს გასაჯაროვებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელთა ანაზღაურებას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტრო განცხადებას მხოლოდ მინისტრ სანიკიძის ანაზღაურებასთან დაკავშირებით აკეთებს და სხვა ხარჯებთან  და სხვა თანამშრომლების შესახებ არაფერს ამბობს.


სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ: „მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხელფასი 12500 ლარს შეადგენს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს“. თუ სამინისტროს ჩემი განცხადება აქვს მხედველობაში, მაშინ იქიდან მოვიყვან საპასუხო ციტატას:  „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურება ასე გამოიყურება: მინისტრი: თამარ სანიკიძე 3540, პლუს დანამატი 2710, პლუს პრემია 6250, სულ: 12500 ლარი“ და ა.შ.


შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამ და არცერთ სხვა წინადადებაში არ წერია არც ის, რომ 12 500 ლარი  არის მინისტრის „ხელფასი“ და არც ის, რომ ესაა ყოველთვიური შემოსავალი. ასე რომ, ამ მხრივ „მოწინააღმდეგე“ მხარეს არაფერი აქვს სადავო.   ტერმინი „ყოველთვიური“  შეგნებულად არ გამოვიყენე, არა იმიტომ, რომ სანიკიძეს უფრო დაბალი ანაზღაურება აქვს, არამედ იმიტომ, რომ  მის „შენახვასთან“ დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯი ცოტა უფრო მეტიცაა, ვიდრე მოყვანილი ხუთნიშნა რიცხვია. 


ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მხოლოდ ნაწილია იმ ხარჯებისა, რასაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოიხმარს სანიკიძის გამინისტრებიდან დღემდე. კერძოდ:  დაწრილებით არ გამივრცელებია  არასაშტატო თანამშრომელთა პრემიების, ავტომანქანების შეძენის, სხვა ხარჯების  შესახებ ინფორმაცია და ვინაიდან საზოგადოებაში ამის ინტერესი გაჩნდა, ვეცდები უახლოეს დღეებში ისიც გამოვაქვეყნო.


საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ სამინისტროსა და ჩემ მიერ  გაკეთებულ განცხადებას შორის მხოლოდ ტერმინლოგიის ადეკვატურ გამოყენებასთან დაკავშირებით არის პრობლემა, კერძოდ: რასაც სამინისტრო შეცდომით „ხელფასს“ უწოდებს, მე მას კანონზომიერად „შრომით ანაზღაურებას“ ვეძახი. აქედან გამომდინარე, სამინისტროს გაკეთებული განცხადება კი არ უარყოფს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს ინფორმაციას სანიკიძის ფინანსების შესახებ. ამაზე ამბობენ: „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“.


ამიტომ, ვურჩევდი „ოპონენტებს“: ამის შემდეგ პიარის მხრივაც სწორად წარმართონ ფინანსები და არა „მელიის კუდებისკენ“.


დავით ფერაძე
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი