დავით საგანელიძე:-"ზოგიერთი მასალა გრიფი "საიდუმლოს" არ საჭიროებს და აუცილებლად მოხდება მათი გასაჯაროება"

დავით საგანელიძე:-"ზოგიერთი მასალა გრიფი "საიდუმლოს" არ საჭიროებს და აუცილებლად მოხდება მათი გასაჯაროება"

   ნდობის ჯგუფის დღევანდელ შეკრებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ნდობის ჯგუფის მიერ განხილული მასალები არა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, არამედ მათზე "სერიოზული საკითხები უნდა იყოს წამოწეული".

   -"ჩვენ დღეს განვიხილეთ მასალები, რომლებიც უკავშირდება სხვადასხვა უწყების მიერ 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებულ ფინანსურ საქმიანობას. ის, რაც ხდებოდა და რაც ვნახეთ, მხოლოდ სისხლის სამართლის საქმე კი არ არის, არამედ სერიოზული საკითხები უნდა იყოს მათზე წამოწეული. ძალიან ბევრს ძალიან ბევრ საქმეზე ექნება პასუხები გასაცემი.

   არის თემები, რომელთაც,  არ მესმის, რატომ ადევს გრიფი "საიდუმლო". როგორც ჩანს, მოდაში იყო და ბევრს სჭირდებოდა, რომ ბევრ თემას საიდუმლო "გრიფი" ჰქონოდა, არა მარტო თავდაცვის სამინისტროს საქმესთან დაკავშირებულ მასალაზე, არამედ მომავალში კიდევ ბევრ საკითხთან მიმართებაში დაისმება მოთხოვნა, რომ მოხდეს გასაჯაროება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და პროცესი იყოს გამჭვირვალე", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

   საგანელიძე ამბობს, რომ ზოგიერთი მასალა გრიფი "საიდუმლოს" არ საჭიროებს და აუცილებლად მოხდება მათი გასაჯაროება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: