ლაშა ტუღუში: არასწორი იქნება ე.წ "გასაღები" შსს-ს დარჩეს!

ლაშა ტუღუში: არასწორი იქნება ე.წ "გასაღები" შსს-ს დარჩეს!

   როგორც შერეული კომიტეტის წევრი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ აუცილებელია ევროპული გამოცდილების გაზიარება, რომელის მიხედვითაც ერთი გასაღები მობილურ ოპერატორებთან უნდა იყოს, ხოლო მეორე სასამართლოსთან.


"ჩვენ გვაქვს წარსული გამოცდილება, რომელიც არ იყო კარგი, ეს იყო ცუდი. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება თანამედროვე გამოცდილება, ისეთი, როგორიც არის ევროპის უმეტეს ქვეყნებში, რომ "გასაღები" იყოს გარეთ. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ვარიანტი, ასევე, არის საკმაოდ საინტერესო ვარიანტი, რომელიც ვახტანგ ხმალაძეს ეკუთვნის. ჩვენი შეთავაზება არის ის, რომ ერთი "გასაღები" იყოს მობილურ ოპერატორებთან და მეორე - სასამართლოსთან", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

ტუღუშის განმარტებით, კიდევ ერთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, "გასაღები" ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უნდა დარჩეს, მიუღებელია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: