ელისო ჩაფიძე: ემზარ კვიციანისთვის გამოტანილი სასჯელი მკაცრია!

ელისო ჩაფიძე: ემზარ კვიციანისთვის გამოტანილი სასჯელი მკაცრია!

    "ემზარ კვიციანისთვის გამოტანილი განაჩენი მკაცრია.  იმედი მქონდა, რომ  სამარტალდამცავი უწყებები გაითვალისწინებდნენ მის წვლილს, რაც მას კოდორის ხეობის დაცვის მხრივ მიუძღვის". აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობს წევრმა ელისო ჩაფიძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


"ემზარ კვიციანისთვის  გამოტანილი სასჯელი არის საკმაოდ მკაცრი. იმედი მქონდა, რომ სამართალდამცავი უწყებები გაითვალისწინებდნენ იმ უდიდეს წვლილს,  რაც ემზარ კვიციანს ხეობის დაცვის მხრივ მიუძღვის.
რაც შეხება მის მხარდასაჭერად გამართულ აქციას, მინდა ვთქვა, რომ მისი უდანაშაულობის მხარდასაჭერად სხვა ბევრი გზა არსებობს და ვუსურვებდი ამ ადამიანებს, რომ ამ მეთოდებისთვის მიემართათ", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: