საფრთხე თუ ჰუმანიტარული ჟესტი?!

საფრთხე თუ ჰუმანიტარული ჟესტი?!

კუბაზე არსებულ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზის გუანტანამოს საპყრობილედან გუშინ ხუთი პატიმარი გაანთავისუფლეს და ისინი საქართველოსა და სლოვაკეთში გაგზავნეს, სადაც მათ ბინადრობის უფლება მისცეს. ეს განცხადება გააკეთეს აშშ-ის იფიციალურმა წარმომადგენლებმა.


საქართველოში გაგზავნილია გუანტანამოს სამი ყოფილი ტუსაღი, სამივე იემენის მოქალაქეა.


რამდენიმე თვის წინათ სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ ამ ტუსაღების საქმე განიხილა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი აღარ წარმოადგენენ საფრთხეს და, შესაბამისად, მათი გათავისუფლება შეიძლება. ამგვარი დასკვნაა გამოტანილი აგრეთვე 74 პატიმარზე 143-დან, თუმცა ისინი ჯერ კიდევ გუანტანამოში იმყოფებიან და ელოდებიან რომელიმე ქვეყნის მთავრობის კეთილ ნებას, რათა მათ თავის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება მისცეს.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიფორდ სლოანმა თბილისსა და ბრატისლავას თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა: „ჩვენ დიდად მადლობელნი ვართ ჩვენი პარტნიორებისა ასეთი დიდსულოვანი ჰუმანიტარული ჟესტის გამო“.

„რადიო სვობოდა“ (აშშ), 21 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.svoboda.org/content/guantanamo-prisoners/26702826.html

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: