კოტე კუბლაშვილი: ე.წ. გასაღების სასამართლოსთვის გადაცემა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია!

კოტე კუბლაშვილი: ე.წ. გასაღების სასამართლოსთვის გადაცემა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია!

   ე.წ გასაღების სასამართლოსთვის გადაცემა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. განცხადებას ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა გააკეთა.


 "გუშინ ჩვენ, მოსამართლეებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ძალიან დიდხანს ვიმსჯელეთ და ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ სასამართლოსთვის ასეთი უფლებამოსილების გადაცემა მიზანშეწონილი არ იქნება. სასამართლო გამოდის როგორც ბრძანების გამცემი, შემდგომ ამ ბრძანების განმახორციელებელი და შემსრულებელი. შემდგომ ის ახორციელებს კონტროლს თავისივე ბრძანებაზე, ოღონდ სხვა წესით და სხვა კუთხით, შემდგომ უკვე ამ ბრძანების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების განადგურებას აწარმოებს პროკურორთან ერთად და ამას დამატებული - რაც დასაშვები მტკიცებულებაა, საქმის განხილვის დროს განიხილავს. ამ ყველაფრის ერთ ხელში მოყრა ნამდვილად არ შეესაბამება სასამართლოს იმ ფუნქციას, რაც მას სინადვილეში აქვს. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე არ იქნება მისაღები ასეთი ფუნქციის სასამართლოსთვის გადაცემა", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
კუბლაშვილი  ამ ეტაპზე  ვერაფერს ამბობს იმ მოდელებზე, რომელიც მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღებების საკითხს უკავშირდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: