თამაზ შავშიშვილი დაკითხვაზე აგვისტოს ომის თემატიკასთან დაკავშირებით დაიბარეს

თამაზ შავშიშვილი დაკითხვაზე აგვისტოს ომის თემატიკასთან დაკავშირებით დაიბარეს

  როგორც მიხეილ სააკაშვილის პირადი ოპერატორის თამაზ შავშიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს, გამოძიება გენოციდის და ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს და შავშიშვილი დაკითხვაზე აგვისტოს ომის თემატიკასთან დაკავშირებით დაიბარეს.

"მე ვესაუბრე გამომძიებელს და მან განმარტა, რომ გამოძიება მიმდინარეობს გენოციდის და ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ნორმების დარღვევის მუხლით და საქმე ეხება აგვისტოს ომის თემატიკას. ჩემთვის ეს მოულოდნელი სიურპრიზი არ ყოფილა. ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას და ეძებს ქართული მხარის დანაშაულს აგვისტოს ომში, ვინაიდან ჩვენი ახლანდელი ხელისუფლება საქართველოს წინა მთავრობას ომის გაჩაღებაში ადანაშაულებს", - განაცხადა კახიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: