Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (4)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
8-11-2012, 14:58
ნანახია: 1073

თეიმურაზ მურვანიძე: ქვეყანაში მიზანმიმართული საბოტაჟი მიმდინარეობს!

"დღეს ქვეყანაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიზანმიმართული საბოტაჟი მიმდინარეობს, რითაც "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს არეულობის შექმნას არა მარტო ფოთის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით", _ ამის შესახებ პარტია "საქართველოს გზის" წარმომადგენელმა თეიმურაზ მურვანიძემ განაცხადა.


მურვანიძე ფოთის პორტში მიმდინარე გაფიცვას გამოეხმაურა. მისი თქმით, გაფიცულები ძალიან რთულ ვითარებაში არიან. "ბევრ მათგანს აქვს ბანკის კრედიტები დასაფარი. ამ გაფიცვების გამო ისინი, ვინც გამომუშავებაზე არიან, ვერ იღებენ თუნდაც იმ მიზერულ ხელფასს, რაც აქამდე ჰქონდათ. ყოველივე ამას არ ითვალისწინებენ "ნაციონალური მოძრაობის" ის მხარდამჭერები, რომლებიც პროცესებს პროვოცირებას ცდილობენ. ისინი თანამშრომლების ერთმანეთისადმი გამოვლენილ სოლიდარობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ", _ აცხადებს თეიმურაზ მურვანიძე.