"სამყარო 16 დღის განმავლობაში ნარინჯისფრად იღებება"

"სამყარო 16 დღის განმავლობაში ნარინჯისფრად იღებება"

   ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის "ქალთა საბჭო" უერთდება და სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

 

   -"საქართველოს ქალთა საბჭო,ჯანმრთელობის ცენტრი(ყაზბეგის 14–ბ),დედათა და ბავშვთა სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი(მიცკევიჩის 29–ა),იწყებს საინფორმაციო აქციას ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი.25 ნოემბერი 1999წლიდან გამოცხადდა ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ..2008 წლიდან დაიწყო აღნიშვნა და ნარინჯისფრად იღებება სამყარო 16 დღის განმავლობაში.ამ დღეებში საქართველოს ქალტა საბჭო შესძლებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რეგიონალური ქალთა საბჭოების დახმარებით, ინფორმირებას საზოგადოების როგორც ქალაქად ასევე სოფლად,ჩვენს მიერ დამზადებული თვალსაჩინოებების და სამკერდე ნიშნებით. 

საქართველოს ქალთა საბჭოში აღნიშნული პოლიკლინიკების ბაზაზე მუშაობას იწყებს იურიდიულ –ფსიქოლოგიური კაბინეტი.ქალები ვინც ძალადობის მსხვერპლად თვლის თავს შეუძლიატ მოგვწერონ, KaltaSabcho@yahoo.com კონფედენციალობა დაცული იქნება. 

   ქალთა საბჭოს დევიზია''ძალადობას ძალას არ ვახვედრებთ'' და შემოგვაქვს ''ქომაგის''წოდებაქალაქად თუ სოფლად რომელთა მფლობელნიც მშვიდად და გონივრულად განუმარტავენ ყველას ,რომ ქალი სიცოცხლის დედაძარღვია და ყოველთვის სიყვარულის,ერთგულების,სათნოების ,სიწმინდისა და სიმხნევის სიმბოლოდ მიიჩნევა"

   როგორც "ივერიონს" საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ქეთევან გაბრუაშვილმა განუცხადა, ხვალ ორივე პოლიკლინიკა ნარინჯისფრად შეიმოსება.

   -ქ-ნო ქეთევან, და 16 დღე რაღაც ელემენტი ალბათ ყველას უნდა ჰქონდეს ნარინჯისფერი სოლიდარობის ნიშნად?

   -კი სასურველია პოლიკლინიკაში იქნება 16 დღე და კარგი იქნება ყველამ გამოვხატოთ სოლიდარობა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: