ლია ელიავა:-"ეროვნული ბანკი მოემზადა უარესი მდგომარეობისათვის და ლარის კურსის ვარდნა მძიმე შედეგების მომტანი იქნება"

ლია ელიავა:-"ეროვნული ბანკი მოემზადა უარესი მდგომარეობისათვის და ლარის კურსის ვარდნა მძიმე შედეგების მომტანი იქნება"

   ეკონომიკის დოქტორმა, ექსპერტმა საბანკო საკითხებში ლია ელიავამ "ივერიონის" პრესკლუბში განაცხადა, რომ  საქართველოში სახიფათო ტენდენციებია ეკონომიკის სფეროში.

   -"ლარის კურსის ვარდნა მძიმე შედეგების მომტანი იქნება, საქმე იმაში გახლავთ, რომ ეროვნულ ბანკს თანდათან ეწურება რეზერვი, თუმცა ტრაგედია ისაა, რომ ეროვნულმა ბანკმა ამოიღო ფული ფასიანი ქაღალდებისგან, ეს იმას ნიშნავს რომ მოემზადა უარესი მდგომარეობისთვის და შეინახა უცხოური ვალუტა.

   კომერციული ბანკების საქმიანობა იწვევს ლარის კურსის გაუფასურებას, აბსოლუტურად გასაიდუმლოებულ პირობებში ხდება ლარის კურსის ცვლილება. რატომ მერყეობს პერიოდულად ლარის კურსი? იმიტომ, რომ კომერციულ ბანკებს გააქვთ საზღვარგარეთ ფული. ლარის კურსი მართვადია და ეს იწვევს ლარის კურსის გაუფასურებას, თუმცა ეს პროცესი არ არის ტრაგიკული და მძიმე და სხვა ქვეყანა ვერც კი იგრძნობდა ამას, მაგრამ რადგან საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია იმპორტზე, ამას საზოგადოება მძიმედ აღიქვამს.

   ეროვნული ბანკი 2009 წლიდან აცხადებს, რომ ინფლაცია ქვეყანაში უნდა იყოს 6%, თუმცა ამ მაჩვენებლის მიღწევა არ ძალუძს. დღეისთვის ინფლაცია დახტის. ეროვნული ბანკი ვერ მართავს ინფლაციას".

   ექსპერტის თქმით ეკონომიკურ ცხოვრებაში არის ბევრი ისეთი რამ, რაც უნდა რეგულირდებოდეს ანტიმონოპოლიური კანონით.  

   -საქართველოს საბანკო სექტორი მუშაობს მხოლოდ უცხოელი მწარმოებლისთვის და არ მუშაობს ადგილობრივი მეწარმეებისთვის, სიტუაცია საკმაოდ რთულია. რომ დაიცვა შენი მოქალაქეების როგორც ფინანსური, ისე მომხმარებლის უფლებები, საჭიროა პირველ რიგში ხელისუფლება განთავისუფლდეს ბიზნესის დიქტატისგან, პრაქტიკულად ქვეყანას მართავს მსხვილი ბიზნესი და ამ ყველაფერის თავიდან აცილება ჩემი აზრით შეუძლებელია, რადგან ხელისუფლება არის ახალი, სიმტკიცის გარდა ქვეყანას აუცილენლად სჭირდება გონიერი ხელი. სამწუხაროდ, ამ სიტუაციის გამოსწორებას უახლოეს ხანებში არ ველოდები".

   ლია ელიავა აცხადბს, რომ ბანკი ყოველთვის მოქმედებს სათავისოდ და რომ არა მარეგულირებელი, ბანკები ბოლომდე გაძარცვავდნენ მოქალაქეებს.

-"დღეს ბიზნესი მიშვებულია. ბიზნეს-საქმიანობას სჭირდება მარეგულირებელი, რათა ქვეყანაში შეიქმნას კონკურენციის მქონე გარემო და ბიზნესი კანონების ჩარჩოებში მოექცეს".

   მისი თქმით ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია-პროფესიონალთა გუნდის მოსვლა ხელისუფლებაში თუ არა, მრჩევლებად მაინც.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: