ნიკოლოზ მჟავანაძე: ქვეყნის ხელისუფალთ დიდი სიბრძნისა და წინდახედულობის გამოჩენა მართებთ!

ნიკოლოზ მჟავანაძე: ქვეყნის ხელისუფალთ დიდი სიბრძნისა და წინდახედულობის გამოჩენა მართებთ!

"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებას facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

"დღეს ჩვენ გვართმევთ ჩვენს განუყოფელ ნაწილს - აფხაზეთს. სამწუხაროდ, ომს ვერ დავიწყებთ რუსეთთან, რადგან ამ ომში წინასწარ განწირულები ვართ მარცხისათვის, მაგრამ ვფიქრობ, ქვეყნის ხელისუფალთ დიდი სიბრძნისა და წინდახედულობის გამოჩენა მართებთ, რათა მდგომარეობა ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალდეს.

საქართველოს ჰყოლია მეფეები, რომელთაც დიპლომატიისა და გამჭრიახობის ხარჯზე გაუმთლიანებიათ ქვეყანა. დღეს სწორედ ასეთი გამჭრიახობა გვჭირდება, გიორგი ბრწყინვალისა და მეფე ერეკლეს წინდახედულობა და გამჭრიახობა. იყო დრო, ეროვნული მოძრაობისას, სოჭის და სხვა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე ვფიქრობდით. შეიძლება, დღეს ეს სასაცილოა, მაგრამ საქართველოს ისტორიის არმცოდნეთ ვეტყვი, რომ უარეს მდგომარეობაშიც ვყოფილვართ და დაგვიბრუნებია წართმეული ტერიტორიები.

დიდგორის ბრძოლის წინაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ ჩვენზე ურიცხვი მტრის დამარცხება, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და დღესაც შევძლებთ. მაგრამ, მარტო იმის ფიქრით, რომ ღმერთი შეგვაძლებინებს და ჩვენ ხელ-ფეხი არ გავანძრიოთ, არაფერი გამოვა.

რუსებს კი თუ რაღაც აზროვნება დარჩენიათ, თავიანთ წმინდანებს მაინც დაუგდონ ყური.
"არასოდეს არ იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას... ეს დაღუპავს რუსეთს -სერაფიმ საროველი", - წერს მჟავანაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: