მამუკა კაციტაძე: პარლამენტს გარეთ და შიგნით საჭიროა ძალისხმევის კონსოლიდირება!

მამუკა კაციტაძე: პარლამენტს გარეთ და შიგნით საჭიროა ძალისხმევის კონსოლიდირება!

 პარტია "ახალი მემარჯვენეების" ერთერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრას დადებითად აფასებს.


"ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო საკმაოდ საინტერესო და პოზიტიური გზავნილი იყო ის, რომ ბატონი დავითი ერთგული რჩება იმ დამოკიდებულების, რომელიც ჯერ კიდევ 2007-2008 წლებში გვქონდა, რომ პროპორციულ სისტემას მიენიჭოს უპირატესობა პარლამენტის დაკომპლექტების დროს და მანდატებისა და მიღებული ხმების პროცენტული თანაბრობა იყოს უზრუნველყოფილი სისტემის მიერ.

ამ საკითხში ის არის ჩვენი მოკავშირე და ერთი პოზიცია გვაქვს. თუ როგორ უნდა იქცეს ეს პარლამენტში კანონად, ამას სჭირდება მუშაობა. ეს არის საკონსტიტუციო თემა და ამ შემთხვევაში მმართველი კოალიციაც კი არ კმარა, რომ ეს ყველაფერი დაკანონდეს. ამიტომ პარლამენტს გარეთ და შიგნით საჭიროა ძალისხმევის კონსოლიდირება და ფართო კონსესუსის შექმნა აღნიშნულ საკითხზე. ოპოზიციის მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდანაც ნაბიჯი გადმოდგმულია, ახლა შუაში ვინც არიან, ისინი გვყავს მოსაგვარებელი და ალბათ შედეგი დადგება." - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: