ნინო ბურჯანაძე: ამ ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკა!

ნინო ბურჯანაძე: ამ ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკა!

   " რუსეთის ქმედებები  ჩვენი ხელისუფლების კეკლუცობის ბრალია", - განცხადება  ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "არჩევანში"ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულების შეფასებისასგააკეთა.

 

"სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის რაღაცა ნაწილმა თავისი არმისვლით ხელი შეუწყო ამ არჩევნებს, აირჩია ხელისუფლება, რომელიც აფხაზეთის პრობლემების მოგვარების ნაცვლად, 10 ლარით გვიზრდის პენსიას. აირჩია ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად არ არის კომპეტენტური ან გამბედავი, რომ რაიმე პრობლემა მოგვაროს. ამ ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკა, ეს ნათლად ჩანს.
2008 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გვაზეიმა აგვისტოს ომის "მოგება", დღევანდელი ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ამ ხელშეკრულების გაფორმება ასევე მოგება ყოფილა. ეს ეტყობა წყევლაა, რომელიც საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას გვაქვს, ალბათ, იმ შეცდომების გამო, რასაც ჩვენ ყველანი ვუშვებთ, როდესაც საარჩევნო ყუთთან მივდივართ და ვინმეს ხათრით ვაკეთებთ არჩევანს და არ ვუკვირდებით, ამ გადაწყვეტილებამ რა შეიძლება ხვალ და ზეგ  მოიტანოს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: