საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში თავდაცვის მინისტრის ბრძანება გაასაჩივრა

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში თავდაცვის მინისტრის ბრძანება გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახმელეთო ჯარების ყოფილი მოსამსახურის გიგა ბარათაშვილის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და მინისტრის ბრძანება გაასაჩივრა.

"გასაჩივრებულია თავდაცვის მინისტრის N583 ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივ გადაადგილებას (კადრების განკარგულებაში გადაყვანას) ისე, რომ მოსამსახურეს არ განემარტება ამგვარი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი. სამხედრო მოსამსახურე კადრების განკარგულებაში იმყოფება ოთხი თვის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ, თუ არ მოხდება სახმელეთო ჯარების მოსამსახურის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა, ხდება მისი გათავისუფლება სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობიდან.

საიას მიაჩნია, რომ მინისტრის N583 ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტს, რომლითაც გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების, აღნიშნული თანამდებობიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისაგან დაცვის უფლება. ვინაიდან თავდაცვის მინისტრს არ ევალება სახმელეთო ჯარების მოსამსახურეს განუმარტოს თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები, აღნიშნული ნორმატიული აქტი არაკონსტიტუციურია", - აცხადებენ საიაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: