Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
26-11-2014, 22:22
ნანახია: 785

მცირეწლოვანი ბავშვების დედა ამ ღამეს ქუჩაში გაათენებს?

   ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში 2003 წლიდან სოციალურად დაუცველი 108 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა გამოსახლების პროცესი  ისევ  გრძელდება. დღეს საცხოვრებელი ფართიდან მრავალშვილიანი დედა გამოასახლეს.

   მანანა ცხვირაშვილი მცირეწლოვანი ბავშვების დედაა,  წასასვლელი არსად აქვს და არავის აწუხებს, თუ სად გაათენებს დღევანდელ ღამეს დედა თავის შვილებთან ერთად. 

   ცნობისთვის, საცხოვრებელი კორპუსი  2007 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. 

   ამ ფაქტს გამოეხმაურა "ეროვნულ–რელიგიური ინსტიტუტის" დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მთავარი საზრუნავს მისი მოქალაქეები უნდა წარმოადგენდნენ.

   –"დღეს საცხოვრებელი ფართიდან მრავალშვილიანი დედა გამოასახლეს.

მანანა ცხვირაშვილი მცირეწლოვანი ბავშვების დედაა და წასასვლელი არსად აქვს. უცნობია, თუ სად გაათენებს დღევანდელ ღამეს დედა თავის შვილებთან ერთად... 

მიმაჩნია რომ სახელმწიფოს მთავარი საზრუნავს მისი მოქალაქეები უნდა წარმოადგენდნენ!!! 

   თუნდაც თბილისის მერიას შეუძლია გამოყოს გარვეული თანხა და ქუჩაში გარეთ ადამიანებს არ ყრიდნენ. უქირაონ ამ ხალხს ბინა თუნდაც გარეუბანში. ევროპაში შესვლა მაინდამაინც უკანალიდან რომ გვინდა, იმ ევროპაში ადამიანებს ასე არ ექცევიან!!! რა ქალთა მიმართ ძალადობა? სახელმწიფო ძალადობს უმწეოებზე!!! საახალწლოდ არც განათებული რუსთაველი მინდა და არც ტაშფანდური!!! ამ საცოდავ ხალხს მივხედოთ!!!"