სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მეთაური ახალი გამოწვევების გაგებაში არ არის!

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მეთაური ახალი გამოწვევების გაგებაში არ არის!

  პარტია " საქარტველოს გზის" თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი  რუსეთის ქმედებებზე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

  ზურაბიშვილის თქმით, მსოფლიო ახალი გადაჯგუფების წინაშე დგას... მისივე თქმით ირანთან შეთანხმება გარდაუვალია.


"პუტინმა და ხაჯიმბამ კი მოაწერეს ხელი "ასოცირებაზე" - ანუ იმიტაცია ევროკავშირი-საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებისა, რათა დაგვაჯეროს რომ ეს თუ არა ... რა? გვიბრუნებდა აფხაზეთს, როგორც თავის დროზე შევარდნაძეს სნგ-ში შესვლის ფასად დაპირდნენ ... და კარგად შეასრულეს!!!
ამ დროს მსოფლიო ახალ გადაჯგუფების წინაშე დგას .... კი გადაიდო, მაგრამ შეთანხმება ირანთან გარდაუვალია, რამეთუ ახალი ბრძოლა რეგიონში "ისლამურ სახელმწიფოს " წინააღმდეგ მოითხოვს ირანის, როგორც მთავარი მებრძოლი ძალის რეგიონში,  და დასავლეთის ძალების დაჯგუფებას.... ამის წინაშე ბირთვული იარაღის საკითხი ნელ-ნელა უკანა პლანზე იწევს და გუშინ თითქმის მიღწეული ხვალ და ზეგ უთუოდ შედგება შეთანხმება....
რუსეთი ამითი თავის უნიკალურ როლს და მთავარ მოკავშირეს კარგავს ამავე რეგიონში, უფრო სწორად, კარგავს მონოპოლიას ირანთან ურთიერთობისა... მალევე ნავთის ფასიც დაიწევს სათანადოდ, როცა ირანი, როგორც უკვე დაპირებულია, პროდუქციას ორმაგად გაზრდის.... რჩება რუსეთი თავის სირიელ დიქტატორის მოკავშირედ, რომელსაც დიდი მომავალი არ უწერია....
დასავლეთ ფლანგზე კი პირველად ომის შემდეგ გერმანიამ (იგივე აქამდე რუსეთის ევროპაში ყველაზე მჭიდრო მოკავშირემ) აუწია ტონს და ანგელა მერკელმა თავის აწ ცნობილ ლოვის ინსტიტუტის (ავსტრალია) სიტყვაში პირდაპირ გააკრიტიკა პუტინის პოლიტიკა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველო-მოლდავეთთან მიმართებაში და დაახასიათა როგორც სრული დარღვევა ომის შემდგომ დაწესებული საერთაშორისო ყველა პრინციპებისა, რომელზეც დამყარებულია სტაბილურობა და მშვიდობა.
მართალია, ჩინეთის იმედად დარჩენილი რუსეთი, ალბათ, თვლის, რომ ამ ძალას ვერავინ დაუდგება წინ, მაგრამ ეს არ ითვალისწინებს იმას, რომ ჩინეთს არავის მიმართ ვალდებულების განცდა არ გააჩნია და იმდენად იყენებს ე.წ. მოკავშირეს, სანამ მის ინეტერესებში შედის და არ აპირებს რუსეთისთვის თავის მიზნები შეცვალოს, ან თავისი ინტერესები მეორე პლანზე გადაიტანოს.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთი, და მისი დღევანდელი მეთაური, სრულიად გაგებაში არ არიან ახალი გამოწვევების და ახალი საფრთხეების... აფხაზეთი და ყირიმი კი არა ... ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთისთვის კარზე მომდგარია და საკმარისია მოუსმინოს იმ განცხადებებს, რაც გაკეთებულია "ისლამური სახელმწიფოს" სახელით .... მათ სამიზნეში ჯერ ჩრდილო კავკასიაა და მერე ძალიან ლოგიკურად მათთვის "მუსულმანური" ყირიმიც იქნება და ქრისტიანებისგან დაცლილი აფხაზეთიც ... ამ მომავალ ბრძოლაში პუტინს ვერ გამოადგება მისი ახალშეძენილი მოკავშირეები ევროპის ულტრა მემარჯვენე ძალებთა შორის " ფაშისტური ევროპა" (რომელსაც ვითომც ებრძვის უკრაინაში და სინამდვილეში ეკავშირება ჩეხეთში, ან კიდევ საფრანგეთში...).... ამიტომ არ ვარგა ქვეყნის სათავეში როცა ხელმძღვანელობენ ძველი სტრატეგიებით და ვერ ხედავენ, რომ მსოფლიო წუთიერად იცვლება და ყველაფერს სჭირდება გადახედვა და გააზრება! გუშინდელი იდეოლოგია ვერ იქნება მომავლის გზის მაჩვენებელი!"- წერს სალომე ზურაბიშვილი .

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: