7 არასრულწლოვანი და-ძმის მოულოდნელი სიხარული

7 არასრულწლოვანი და-ძმის მოულოდნელი სიხარული

   აფხაზეთიდან დევნილი რუსლან ვეკუა მცხეთის რაიონში 7 შვილთან ერთად ცხოვრობს. ბატონ რუსლანს რამდენიმე თვის წინ მეუღლე გარდაეცვალა და მას შემდეგ, მცირეწლოვან ბავშვებს მარტო ზრდის. რუსლან ვეკუას უფროსი შვილი 11 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი ლიზი მხოლოდ 11 თვის.

   რუსლან ვეკუას ოჯახის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა. დევნილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლებმა ოჯახის მდგომარეობა ადგილზე დეტალურად შეისწავლეს. 

   რუსლან ვეკუა შვილებთან ერთად კოტეჯის ტიპის შენობაში ცხოვრობს, რომელიც მის საკუთრებას არ წარმოადგენს. სამინისტროს წარმომადგენლებმა ბატონ რუსლანს არსებული ფართის დაკანონება ან "სოფლის სახლის" პროექტის ფარგლებში კერძო სახლის საკარმიდამო ნაკვეთით შეძენა შესთავაზეს. გარდა ამისა, სამინისტრო რუსლან ვეკუას ერთჯერად ფულად დახმარებასაც გაუწევს.

   სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას კერძო სექტორის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. კომპანია "ტექნო ბუმ"-მა ვეკუების ოჯახს საჩუქრად სარეცხი მანქანა გადასცა. 

   სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკა "გორმედ"-ის დირექტორმა გია სვანიძემ ბავშვების ჯანმრთელობაზე მუდმივი მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო. 

   მინისტრმა სოზარ სუბარმა კი რუსლან ვეკუას შვილებს დიდი ხნის ოცნება აუხდინა და გასართობ ცენტრ "მადაგასკარში" უმასპინძლა.

 

    

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: