Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
27-11-2014, 17:23
ნანახია: 656

დავით ზურაბიშვილი: ბიუჯეტთან დაკავშირებით, ფრაქციებს სოლიდური შენიშვნები ჰქონდათ!

ქალაქის 2015 წლის  ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქმულია და ბიუჯეტი ქალაქის მერიაშია გადაგზავნილი. განცხადება ამის შესახებ  დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა  დავით ზურაბიშვილმა "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.


"დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ყველა ფრაქციას საკმაოდ სოლიდური შენიშვნები ჰქონდა.  ბიუჯეტი ამჯერად გადაგზავნილია მერიაში, რომელიც გვპირდება, რომ ამ შენიშვნებს გაითვალისწინებს.
შეიძლება, ეს შენიშვნები მერიამ ან გაითვალისწინოს, ან არა, თუმცა, გადმოგვიგზავნის და ჩვენ მას განვიხილავთ.  ბიუჯეტში ჩანდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ნაკლებად იყო წარმოდგენილი, დაგვპირდნენ, რომ ამ მხარეს შეავსებენ, ვნახოთ", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.