Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (15)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
27-11-2014, 17:58
ნანახია: 894

გედევან ფოფხაძე: ადამიანებს, შეიძლება, ავტორიტეტები ჰყავდეთ!

თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ქვეყანას ერთი კაცის ნება მართავს", საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე ეხმაურება. ფოფხაძე ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

"თუ ბატონი ირაკლი ასე მიიჩნევს, მას შესაბამისი არგუმენტები უნდა ჰქონდეს და დაასაბუთოს ეს პოზიცია. მე ვერაფერს გეტყვით, ვინ მართავს მინისტრთა კაბინეტს. ბიძინა ივანიშვილს არასდროს ჩემთვის არ უთქვამს, რომ ასე იფიქრე და სხვანაირად არ იფიქროო. თუ ვინმეს, ბიძინა ივანიშვილის პოზიციები აინტერესებს, მიმართავს და მოუსმენს ამ პოზიციებს, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება.

ადამიანებს, შეიძლება, ავტორიტეტები ჰყავდეს და შეიძლება კაცი ცოლის პოზიციას უსმენდეს სახლში და იმის მიხედვით იღებდეს გადაწყვეტილებებს",-აცხადებს ფოფხაძე.

შეგახსენებთ, ირაკლი ალასანიამ განცხადება Forbes Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა