Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
28-11-2014, 11:56
ნანახია: 1680

დავით იაკობიძე: “ეროვნული ბანკი ერთი კანტორაა, რომელიც მოგება-ზარალით მუშაობს და ახლაც ხელს მოითბობს!“

საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით იაკობიძე „ივერიონს“ გაუფასურებულ ლარზე და მისიადაკარგულ ეროვნულ ბანკზე ესაუბრა. 

- ბატონო დავით, ლარის კურსი კატასტროფულად უფასურდება. არსებობს თუ არა ამის ობიექტური მიზეზები და რა ფინანსურ პოლიტიკას ატარებს ეროვნული ბანკი პრობლემების აღმოსაფხვრელად?

- სამწუხაროდ, არ ვრცელდება ინფორმაციები, რომელსაც შეიძლება აზრის გამოსათქმელად დავეყრდნო, თუმცა შემიძლია ის გითხრათ, რომ  წელიწადის ამ დროს ყოველთვის მცირდება ლარის კურსი დოლართან მიმართებით. 

ეს იმიტომ,  რომ ჩვენი ეკონომიკა დამოკიდებულია იმპორტზე - შემოტანილ საქონელზე და ასეთ დროს  დოლარზე მოთხოვნა იზრდება. აი, ეს არის რეალური მიზეზი, თანაც დოლარი მთელ მსოფლიოში მყარდება... ეროვნული ბანკი მაშინ აშავებდა, როცა  ხელოვნურად სწევდა კურსს და ეს ეკონომიკაზე კარგად არ მოქმედებდა. დღესდღეობით კი  ეს არის დოლარისა და ლარის დამოკიდებულება მსოფლიო ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მისიას,  მას არ აქვს პოლიტიკა,  ის ერთი კანტორაა,  რომელიც მოგება-ზარალით მუშაობს და ახლაც ხელს მოითბობს - რაღაც მოგებას მიიღებს!

- აშკარაა, რომ რუსული რუბლი კატასტროფულად უფასურდება. გახდება თუ არა ეს მიზეზი რუსული ეკონომიკის და ზოგადად რუსეთის, როგორც უნიტარული სახელმწიფოს, რღვევის საფუძველი?

- ეს ფაქტია - ერთი დოლარი უდროს 50 რუბლს. საითკენაც  მიჰყავს რუსეთი ამ პროცესს, ისიც აშკარაა - ნატურალური მეურნეობისკენ.  რუსეთში სურსათის, საშენი მასალების, წამლების დეფიციტია, ერთი ტრილიონი რუბლის გარღვევაა ბიუჯეტში და  ეს მხოლოდ უკრაინის პროცრესებმა გამოიწვია, რადგან რუსეთმა ვერ ისწავლა, რა არის გლობალური მსოფლიო და დარჩა საერთაშორისო ურთიერთობის გარგლებში.


დაშლის თუ არა ეს პროცესები რუსეთს, როგორც უნიტარულ სახელმწიფოს, ეგ უნდა ჰკითხოთ მაო ძედუნს თუ, რა თქმა უნდა, გააცოცხლებთ. 

                                                                                      ესაუბრა ია ჯღარკავა