ზურაბ აბაშიძე: ჩვენი რესურსები საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებაა!

ზურაბ აბაშიძე: ჩვენი რესურსები საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებაა!

 ჩვენი რესურსები საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება და ყველა ფორმატში ამ საკითხის აქტუალიზებაა, რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ. აღნიშნული განცხადება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა  ზურაბ აბაშიძემ  რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმების კომენტირებისას გააკეთა. 


"ჩვენი რესურსები საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება და ყველა ფორმატში ამ საკითხის აქტუალიზებაა, რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ. საგარეო უწყება ძალიან აქტიურადაა ამაში ჩართული. მოგეხსენებათ, მინისტრმა ამაზე საკმაოდ ისაუბრა, თუ რა უნდა გაკეთდეს გაერო-ში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ნატო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირში. ამ დღეებში ეუთო-ს მინისტერიალია დაგეგმილი. საჭიროა ამ თემის მაქსიმალური აქტუალიზება. სამოქმედო გეგმაში, რომელიც ახლა ხორციელდება, ყველა შესაბამისი სახელისუფლებო შტო უნდა ჩაერთოს და მაქსიმალურად უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობა ინფორმირებული. სამწუხაროდ, ესაა ბერკეტი, რაც ჩვენ რეალურად ხელთ გვაქვს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის: რუსეთმა და ოკუპირებულმა ე.წ. სამხრეთ ოსეთმა პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება 2015 წლის დასაწყისში შეიძლება გააფორმონ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: