ირაკლი ალასანია: საქართველოს ევროატლანტიკური კურსისგან არ გადაუხვევია!

ირაკლი ალასანია: საქართველოს  ევროატლანტიკური კურსისგან არ გადაუხვევია!

" ეს რომ პოლიტიკურად მოწივირებული კამპანია იყო ჩემს წინააღმდეგ , ან იმ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, რომელიც  მაშინ ფორმირდებოდა არც ამერიკაში და არც ევროპაში არავის ეჭვი არ ეპარება".  აღნიშნულ საკითხზე "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ისაუბრა.


"ეს რომ პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია იყო ჩემს წინააღმდეგ ან იმ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ ფორმირდებოდა, არავის არ ეპარება ეჭვი არც ამერიკაში და არც ევროპაში. როგორც გახსოვთ, გავატარეთ ცვლილებები და მე დავბრუნდი პარტიაში, ეს კი წინასწარ ცნობილი იყო ჩვენი ახლანდელი ოპონენტებისთვის", - განაცხადა ალასანიამ.

  როგორც  ალასანიამ აღნიშნა, პროკურატურის მხრიდან გადადგმული ნაბიჯებით საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე შეექმნა.

"მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსისგან არ გადაუხვევია, არამედ შეიქმნა საფრთხე იმ ნაბიჯებით, რომელიც გადადგა პროკურატურამ და ამით ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასაც შეექმნა საფრთხე. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მომავალში, იმ ვითარებაში, როცა ჩვენ, როგორც პოლიტიკურ ძალას, გვექნება საშუალება, გავაკონტროლოთ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, არ მიეცემა საშუალება არავის, არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომ საქართველომ იმ კურსიდან გადაუხვიოს, რომელიც ხალხის არჩევანით ევროპაშია", - აღნიშნა ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: