Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
8-11-2012, 18:10
ნანახია: 1043

მთავრობა სტიქიით დაზარალებული კახეთის რეაბილიტაციას იწყებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე იმსჯელეს.


საქართველოს მთავრობის დავალებით, კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კომისია შეიქმნა და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ხელმძღვანელობს.


კომისიის დღევანდელ სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ასევე,  სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კომისიამ  კახეთში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ჩატარებული სამუშაოები განიხილა,  დაზარალებული მოსახლეობისთვის გასაწევი დახმარებების შესახებ იმსჯელა და  პირველი რიგის პრიორიტეტები განსაზღვრა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ შერგელაშვილმა აღნიშნა, პირველი ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ზამთრის პერიოდში მოსახლეობის ნორმალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაა. შესაბამისად, უპირველეს პრიორიტეტს სტიქიით დაზიანებული სახლების გადახურვა და არსებული სახურავების შეკეთება წარმოადგენს.


სხდომაზე გადაწყდა, რომ  დაუყოვნებლივ უნდა ჩამოყალიბდეს სამინისტროს და ადგილბრივი მმართველობის  წარმომადგენლებით  დაკომპლექტებული ჯგუფები, რომლებიც  უკვე ხვალიდან, ადილზევე დაიწყებენ  შესაკეთებელი ობიექტების განსაზღვრას,  შემოსული განცხდებებისა და უკვე ჩატარებული სამუშაოების შედარების საფუძველზე, რაც  მოსახლეობას საშუალებას მისცემს,  ზამთარს ისეთ სახლებში შეხვდნენ, რომელიც დაცული იქნება  სტიქიური მოვლენებისაგან.