დღეს ეთერ კაკულიას ვარსკვლავი გაიხსნება

დღეს ეთერ კაკულიას ვარსკვლავი გაიხსნება

   29 ნოემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილი ქართველი მომღერლის ეთერ კაკულიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

   ეთერ კაკულია 50 წელია სცენაზე მოღვაწეობს. კონცერტის შემდეგ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიებებს საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.

   კონცერტი მომღერლის იუბილეს ეძღვნება და მასში მონაწილე ახალგაზრდა შემსრულებლები ეთერ კაკულიას ცნობილ სიმღერებს შეასრულებენ. იუბილარს დაბადების დღეს მიულოცავს და მსმენელის წინაშე წარდგება ასევე მომღერალი ნანი ბრეგვაძე.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: