Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (10)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
29-11-2014, 09:11
ნანახია: 768

წალკაში ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

    წალკის საკრებულოში-ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრს იური მოდებაძეს, როგორც თავად ამბობს, საკრებულოს თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოდებაძის თქმით, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან შეუსრულებელ პროექტებსა და რაიონში არსებულ კორუფციაზე დაიწყო საუბარი და საკრებულოს წევრებს და თავჯდომარეს არასწორედ დახარჯულ თანხებზე განმარტებები მოსთხოვა. 

   ჩხუბის შემდეგ იური მოდებაძე საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

   წალკის საკრებულოში მომხდარ ჩხუბზე და ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელის ცემის ფაქტზე გამოძიება უკვე  დაიწყო. ნაცემი იური მოდებაძე საავადმყოფოდან უკვე სახლში გაწერეს და იქ განაგრძობს მკურნალობას. მოდებაძე თანაპარტიელებმა მოინახულეს.

   გიორგი ახვლედიანმა და დიმიტრი ლორთქიფანიძემ მომხდარის დროული გამოძიება და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს.

   გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი წალკის საკრებულოში მისმა კოლეგებმა და საკრებულოს თავჯდომარემ, ირაკლი გიგინეიშვილმა სცემეს, თუმცა ისინი მომხდარს უარყოფენ.