ხათუნა ლაგაზიძე:-"კიდევ ხარ ხელისუფლებავ უსუფაშვილის ოდიოზური ფიგურებით ჩანაცვლების ხასიათზე?!"

ხათუნა ლაგაზიძე:-"კიდევ ხარ ხელისუფლებავ უსუფაშვილის ოდიოზური ფიგურებით ჩანაცვლების ხასიათზე?!"

   პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

 

   -"საქართველოს პარლამენტში ძალზედ მნიშვნელოვანი რამ მოხდა: პარლამენტმა დამოუკიდებელი სახე და დამოუკიდებელი მოთამაშის სტატუსი შეიძინა და ეს უშუალოდ მისი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის დამსახურებაა: "სპეცსამსახურები გვჭირდება არა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელსაც ხანდახან გავცნობებენ ჩვენ, რომ უნდა შევასრულოთ. მქონია შემთხვევები, როცა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები უცნობებიათ აქ, მაგრამ არ მქონია შემთხვევა, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად მათგან კვალიფიციური ფაქტობრივი და ანალიტიკური მასალა მიგვიღია... არ მგონია რომ თუ ჩვენ კითხვებს დავსვამთ, ვინმეს ვასუსტებთ, მე მგონია რომ ჩვენ ამით ვაძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს და ერთმანეთს და ეს სპეკულაციები იმის თაობაზე რომ, თუ ვინმეს რამე წამოცდება ურაყოფითი ტაბუდადებული პირების თუ თემების მიმართ, ეს არის ქვეყნის ღალატი და სახლემწიფოს აბუჩად აგდება (უნდა დამთავრდეს)", - ეს გუშინდელი უსუფაშვილია, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება მოითხოვა და უმრავლესობას შეახსენა, რომ მათ მიერ ამ მიმართულებით აღებული ვადა 1 წელში იწურება. ესეც თქვენი "3%-იანი" პარტია. ნეტა თუ ხვდება ხელისუფლება, რომ დღეს მათი სახის გადარჩენა სწორედ ამ "3%"-იანი პარტიის კოალიციაში ყოფნაზეა დამოკიდებული?! საკმარისია "რესპუბლიკელებმაც" დატოვონ კოალიცია და დასავლეთი ამ ნეტარ ხელისუფლებას უბრალოდ განაჩენს გამოუტანს, ისე როგორც არაერთისთვის გამოუტანია. ვერავინ ვერ უშველის მერე. კიდევ ხარ ხელისუფლებავ უსუფაშვილის ოდიოზური ფიგურებით ჩანაცვლების ხასიათზე?!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: