შსს-მ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეორე განყოფილების, ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გურამ ი. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ხულიგნობის და პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

 ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გურამ ი. რამდენიმე დღეში წალკაში დააკავეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების, ხულიგნობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: