კახა კოჟორიძე: პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის კონცეფცია ბევრად უკეთესია!

კახა კოჟორიძე: პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის კონცეფცია ბევრად უკეთესია!

"პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მიმანიშნებელი იქნება, რომ ვიღაცას მართლა უნდა, უკანონო მოსმენები გააგრძელოს", - განცხადება ამის შესახებ  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ გააკეთა.

როგორც კოჟორიძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება პარლამენტისადმი ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით მისაღებია, რადგან ამ შემთხვევაში გასაღები შს სამინისტროს ხელში არ იქნება.

"პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის კონცეფცია ბევრად უკეთესია იმაზე, რაც პარლამენტმა მიიღო. მისი უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ შს სამინისტროს გასაღები არ აქვს. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში გასაღები რჩება შს სამინისტროში, რაც ნიშნავს უკანონო მოსმენის შესაძლებლობის დატოვებას. ანუ, თუ მოინდომებს ამას შს სამინისტრო, გააკეთებს და შესაბამისად, ჩვენ სამართალდამცველი სტრუქტურის კეთილ ნებაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული.

პრეზიდენტის ვერსიაში გასაღები არ არის შს სამინისტროში და სასამართლო არის როგორც ნებართვის გამცემი, ასევე გასაღების გადამატრიალებელი ორგანო. პრეზიდენტის ამ შეთავაზებაზე ვეტოს დაძლევა მიმანიშნებელი იქნება, რომ ვიღაცას მართლა უნდა, უკანონო მოსმენები გააგრძელოს", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: