ზვიად ძიძიგური: გიორგი მარგველაშვილმა განაცხადოს, მოაწერს თუ არა ხელს ვეტოდაძლეულ კანონს!

ზვიად ძიძიგური: გიორგი მარგველაშვილმა განაცხადოს, მოაწერს თუ არა ხელს ვეტოდაძლეულ კანონს!

 დეპუტატი, ზვიად ძიძიგური, პრეზიდენტს მოუწოდებს, მოსმენებთან დაკავშირებით ვეტოდაძლეულ კანონზე დღესვე მოაწეროს ხელი.


  როგორც ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ დღეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ.

 "ეს იქნება სახელმწიფოებრივი და სწორი გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან", - განაცხადა ძიძიგურმა.

"მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ვინაიდან ვეტოს დადების ლოგიკა იქნებოდა იმაში, რომ ბატონი პრეზიდენტი დათანხმებოდა ან არასამთავრობოების, ან "რესპუბლიკელების" მიერ წარმოდგენილ ვერსიას.

ისე, მოხერხება უნდა იმას, გამოაგზავნო ისეთი შენიშვნები, რომელიც პრაქტიკულად პარლამენტში არსებული 11 ფრაქციიდან ყველასთვის მიუღებელია", -განაცხადა ძიძიგურმა.

 "ჩემი აზრით უფრო ტაქტიკური პოლიტიკური ნაბიჯია ჩვენი კოლეგების მხრიდან, თორემ პრინციპი, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ, რომ შსს-ს არ უნდა დარჩენოდა ე.წ. გასაღები, იგივე დატოვა ბატონმა მარგველაშვილმა", -განაცხადა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ ამ ვეტოს დადებაში ერთგარი ხელოვნურობის ელემენტები შეინიშნება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: