ირინე იმერლიშვილი: ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიება დაჩქარდება!

ირინე იმერლიშვილი: ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიება დაჩქარდება!

  საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ანგარიში  გამოძიების დაჩქარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული განცხადება  ეროვნული უშიშროების  საბჭოს მდივანმა  ირინე იმერლიშვილმა  "თბილისი მერიოტში" ლაფანყურის სპერცოპერაციასთან  დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციის წარდგენისას ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.

"გარკვეულწილად მეც მაქვს კითხვები, რატომ ჭიანურდება ამდენ ხანს გამოძიება, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელმა თქვა, რომ აღნიშნულ ანგარიშს დეტალურად გაეცნობიან და თუ იქნება შესაძლებლობა, საქმეს ანგარიში მტკიცებულებად დაერთვება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ანგარიში ხელს შეუწყობს გამოძიების ღიად და დროულად წარმართვას, ვინაიდან აღნიშნული საქმე არის გრიფით "საიდუმლო", პროკურატურა ყველა დეტალზე ვერ საუბრობს, ვერ საუბრობს, თუ რატომ გრძელდება ამდენ ხანს გამოძიება, თუმცა მეც მაქვს შეკითხვები და ვთხოვ მთავარ პროკურატურას, რომ რაც შეიძლება სწრაფად, იმ ფარგლებში, რასაც გამოძიება მოითხოვს, შუალედური ანგარიში მაინც იყოს ხოლმე წარმოდგენილი, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, როგორ მიმდინარეობს, ვინაიდან არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი", - განაცხადა იმერლიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: