ირაკლი ალასანია: მზარდი საფრთხეების პირობებში აშშ საქართველოს არ მიატოვებს!

ირაკლი ალასანია: მზარდი საფრთხეების პირობებში აშშ საქართველოს არ მიატოვებს!

  "მზარდი საფრთხეების პირობებში" ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას გააგრძელებს. აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "მაესტროს ცხრიანში"  გააკეთა.


"საზღვარგარეთ  უყურებენ, როგორ ვითარდება პროცესები და ამ პროცესებში ვინ არის ლიდერი და ვინ არის გამარჯვების პოტენციის მატარებელი. ჩემ უცხოელ მეგობრებს საქართველოსთან აკავშირებს მეგობრობა და არა  ჩემთან, ან რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან.  ერთი რაც შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა და ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, მივიღე გარანტია, რომ ამ მზარდი  საფრთხეების პირობებში საქართველოს აშშ არასოდეს მიატოვებს და პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას გააგრძელებს", - განაცხადა ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: