Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
2-12-2014, 15:09
ნანახია: 744

გიორგი ლაღიძე:-

   "ქართული ოცნება" ვერ ასრულებს დაპირებებს და მათ მოატყუეს საზოგადოება".   

პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე ე.წ. ფარული მოსმენების თემას გამოეხმაურა და ივერიონის პრესკლუბში განაცხადა:
-"მოსმენებთან დაკავშირებით პრობლემა იყო ყველა ხელისუფლების დროს, სამწუხაროდ ეს მანკიერი ტრადიცია გაგრძელდა დღევანდელი ხელისუფლების პერიოდშიც. თვითოეულ მოქალაქეს აქვს განცდა, რომ მას უსმენენ, დარღვეულია მისი კონსტიტუციური უფლებები და ის განცდა, რომ "ქართული ოცნება" დაიცავდა და აღარ გააგრძელებდა "ნაციონალების" ქმედებას, არ გამართლდა. არც ის დაპირება გამართლდა, რომ მათი მოსვლის დროს შსს გაიყოფოდა და იქნებოდა შს სამინისტრო ცალკე და უშიშროების სამინისტრო ცალკე, ეს არ მოხდა და დღესაც სახეზე გვაქვს ის მონსტრი, რაც შექმნა ვანო მერაბიშვილმა. ასე რომ ამ ჭრილშიც არსებულმა ხელისუფლებამ ვერ და არ შეასრულა დაპირებები. მე როგორც ვიცი, იურისტთა ჯგუფი მუშაობს  ამ საკითხზე  და უკვე კანონად ქცეული დოკუმენტი გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში და ჩვენ მივიღებთ საქართველოს საწინააღმდეგო  გადაწყვეტილებას, ის კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო მიჩნეული იქნება არაკონსტიტუციურად.
  პარტია მომავალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ლაღიძემ პრეზიდენტის ვეტოზეც ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილის მიერ ვეტოს გამოყენება ლეგიტიმური იყო, თუმცა როგორც იურისი ამბობს პრეზიდენტის მიერ სწორად დასაბუთებული არ იყო, არ იყო გაწერილი ზუსტად.  თუმცა ის, რაზედაც პრეზიდენტი მიუთითებდა გულისხმობდა იმას, რომ გასაღები შსს-ს უნდა დარჩენოდა, რის შემდეგაც მოხდა ვეტოს დაძლევა.
 -"რაც შეეხება ხმების მიღებას ვეტოს დასაძლევად, შემდეგნაირად შემიძლია ავხსნა.  იქ ხმა მისცა "ნაციონალური მოძრაობის" ორმა დეპუტატმა. ეს იყო სუბელიანი და სომეხი ეროვნების დეპუტატი, მათ ეტყობა ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც აწუხებთ. ფაქტი სახეზეა- პრეზიდენტის მხრიდან სწორად იქნა ვეტო დადებული, თუმცა არ იქნა სწორად დასაბუთებული".
გიოგი ლაღიძემ ფოფხაძე- სესიაშვილი-ბესელიასა და ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, მისთვის გაურკვეველია ეკა ბესელია ამ შეთხვევაში როგორ გამოვიდა, როგორც ადამიანის უფლებადამცველი თუ როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმოამადგენელი.
-"ბესელიას  პოზიცია  შსს-ს პოზიციას ემთხვევა და ადამიანის უფლებადამცველი მსგავს პროექტს არ უნდა უჭერდეს მხარს.
 რაც შეეხება ხმალაძის პოზიციას, საკმაოდ ლოგიკური და სწორი იყო, თუმცა მან მხარდაჭერა ვერ მიიღო.
-" გასაღები კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩება, რაც ნამდვილად არ არის წინგადადგმული ნაბიჯი. ხდება ის, რაც ხდებოდა. დღევანდელი ხელისუფლება ამ კანონპროექტში პოზიტივზე ამხვილებს ყურადღებას, კერძოდ, მოსმენების შემდგომ იმ პირს, რომელსაც უსმენდნენ,  ელექტრონულად უნდა შეატყობინონ, ამის თაობაზე, რაც მე  ვფიქრობ არაფერს არ ნიშნავს. მე პირადად მხარს ვუჭერდი, რომ გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროდან გასულიყო, თუმცა პერსონალური დაცვის ინსპექტორს ამის ქონის უფლება არ აქვს, აქედან გამომდინარე უნდა შექმნილიყო საკანონმდებლო ბაზა, ან  ცალკე სტრუქტურა, რომელიც ამ ყოველივეზე აიღებდა პასუხისმგებლობას. ფაქტია, რომ გასაღები უნდა გასულიყო შსს-დან". 
გიორგი ლაღიძე არასამთავრობოების მიერ წარდგენილ კანონპროექტსაც შეეხო. მისი აზრით, მათ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არასწორია,  რადგან უცხოურ ორგანიზაციებს ყოველგვარი ნებართვის გარეშე მისცე მოსმენის უფლება არასწორია. პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ  არც ერთ ცალკე აღებულ ორგანიზაციას არ აქვს ლეგიტიმური უფლება ჰქონდეს გასაღები, ამ თვასაზრისით  საკანონმდებლო დეფიციტია.
-"ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, ახლა არის ოპოზიციაში,  მათ თუ აქვთ მოსასმენი  აპარატი, ეს არის არალეგიტიმური.  "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა უნდა გამოავლინონ  თუკი ეს აპარატი, რომელიმე პარტიის  ხელშია და მოახდინონ სამართლებრივი რეაგირება. თუკი ისინი განცხადებებს აკეთებენ, მას ფაქტებიც უნდა მოჰყვეს. მსგავსი განცხადებები რამდენიმე თვის წინ გაკეთდა, მაგრამ მას რეაგირება არ მოჰყოლია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო პოლიტიკური სპეკულაცია, ან  ვერ მუშაობს შსს და ვერ გამოავლინა ფაქტები".
    გიორგი ლაღიძე რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასაც გამოეხმაურა და აღნიშნნა, რომ ხელისუფლება  პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს არ აკეთებს.
-" აღნიშნულთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება ნეგატიურია.  ჩვენ გვყავს უუნარო და უნიათო ხელისუფლება, რომელმაც ერთის მხრივ,  ვერაფერი ვერ გააკეთა იმისათვის, რომ დაელაგებინა ურთიერთობები რუსეთთან, რა დაპირებებიც ჰქონდათ წინასაარჩევნოდ,  ხოლო, მეორეს მხრივ,  ვერ მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის მობილიზება. ამ თვალსაზრისით ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც  დღემდე ვერ გაურკვევია , ან ვერ ბედავს  გამოხატოს  თავისი დამოკიდებულება რუსეთთან და დასავლეთთან დაკავშირებით.  ისინი კი აცხადებენ, რომ მათ სურთ საქართველოს ინტეგრაცია  ევროპულ სტრუქტურებში, თუმცა მათ მიერ გადაგმული ყველა ნაბიჯი მათ უუნარობაზე მეტყველებს".
ლაღიძის თქმით ხელისუფლებამ ამოწურა მტელი რესურსი და სულ მალე მივიღებთ პოლიტიკურ კრიზისს, რომლის გარდაუვალობის ნიშნებიც სახეზეა.
-"სასურველი იქნებოდა, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ამაზე არ წავა ერთი მიზეზის გამო-კოალიცია "ქართულ ოცნებას" აღარ ჰყავთ იმდენი მომხრე, რაც 2012 წელს. ასე რომ ვერც "ოცნება" და ვერც "ნაციონალები" ვეღარ შევლენ იმ რაოდენობით პარლამენტში, რაც დღეს. მათ რესურსები ამოწურეს. "ქართული ოცნება" ვერ ასრულებს დაპირებებს და მათ მოატყუეს საზოგადოება".