ნანა კაკაბაძე: ხელისუფლებასაც მიაჩნია, რომ ქვეყნის "ხერხემალი" შინაგან საქმეთა სამინისტროა!

ნანა კაკაბაძე:  ხელისუფლებასაც მიაჩნია, რომ ქვეყნის "ხერხემალი" შინაგან საქმეთა სამინისტროა!

 და აცხადებს, რომ "დღევანდელ ხელისუფლებასაც მიაჩნია, რომ ქვეყნის "ხერხემალი" შინაგან საქმეთა სამინისტროა". ამის შესახებ "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძემ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონის მიღების პროცესზე საუბრისას   დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მოთხოვნა, რომ ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა ინახებოდეს, ნიშანია იმისა, რომ ეს ხელისუფლებაც ასე ფიქრობს - შსს ქვეყნის "ხერხემალია", - განაცხადა კაკაბაძემ.

 

 მიუხედავად ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონის მიღებისა, ხელისუფლება მოსახლეობას მაინც მოუსმენს და საკანონმდებლო ცვლილებების გატარება ფასადურ დემოკრატიას ემსგავსება - განაცხადა კაკაბაძემ.

"ერთი რამ ცხადია,  სადაც არ უნდა ინახებოდეს ე.წ. გასაღები, შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ მთვარეზე, თუ ხელისუფლებას უკანონო მოსმენის სურვილი აქვს, მაინც მოგვისმენს. ამ ხელისუფლებამ კი არ დასაჯა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ფარული მიყურადების ამსახველი ათიათასობით ფაილი დატოვეს. ახლა რატომ ჰგონია საზოგადოებას, რომ არ მოუსმენენ? საზოგადოებას არ აქვს მექანიზმი, რომ ხელისუფლებამ არ მოუსმინოს", - აღნიშნა კაკაბაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: