Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
3-12-2014, 16:12
ნანახია: 887

ვალერი გელბახიანი:-

   იურისტი ვალერი გელბახიანი უკრაინის მთავრობის დაკომპლექტების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავად ცხოვრობდა იქ და კარგად იცის, რომ იმ ქვეყანას სჭირდება მკვეთრი რეფორმები. მისთვის აბსოლუტურად გასაგებია თუ რატომ სურს უკრაინის ახალ მთავრობას რეფორმების გატარება და ამას მთელი მსოფლიო მიესალმება.

 

   -"თავად ვცხოვრობდი უკრაინაში. ეს ქვეყანა კორუფციის ჭაობშია ჩაფლული.  უკრაინას მკვეთრი ტემპით რეფორმირება სჭირდება.  ის, რომ ქართველი სპეციალისტების ექსპორტი ხორციელდება  უკრაინაში, მსოფლიო ამას ხედავს და ეს კარგიცაა, ამას ქართველი საზოგადოება უნდა მიესალმოს კიდეც. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მიჩნევს,  რომ სააკაშვილის გუნდი 9 წლის განმავლობაში დანაშაულებრივ ქმედებებს სჩადიოდა. ამიტომ ეს ფაქტიც უნდა გაეთვალისწინებინა უკრაინის ხელისუფლებას. ეროვნებათათაშორისი ურთიერთობები უფრო მაღლა უნდა დაეყენებინა, ვიდრე პერსონიფიკაცია" - აღნიშნა გელბახიანმა.

   გელბახიანის თქმით საკადრო გადადინებას დადებითი მხარეც აქვს, მაგრამ იურისტისთვის გასაგებია ქართველი ხალხის გაღიზიანებს და აღნიშნავს იმასაც, რომ უკრაინის მთავრობას ეს ფაქტი უნდა გაეთვალისწინებინა.